რადიაციულ დაბინძურებაზე ავტომობილების შესამოწმებლად ახალი მომსახურება დაინერგა

რადიაციულ დაბინძურებაზე ავტომობილების შესამოწმებლად ახალი მომსახურება დაინერგა

სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ ახალი ტიპის მომსახურება დანერგა, რომლის თანახმად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ სურვილის შემთხვევაში, საკუთარი ავტომანქანა შეამოწმონ რადიაციულ დაბინძურებაზე,-ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, უკვე განხორციელდა რამდენიმე ავტომანქანის შემოწმება, რის შედეგადაც რადიაცული დაბინძურების ფაქტი არ გამოვლენილა. "იაპონიიდან იმპორტურებული ავტომანქანების რადიაციული კონტროლი ხორციელდება საერთაშორისო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, თანამედროვე რადიაციული მონიტორინგის პორტალებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დიდია მოსახლეობის ინტერესი პირადად, დამატებით გადაამოწმონ საკუთარი ავტომანქანები რადიაციულ დაბინძურებაზე, რამაც განაპირობა აღნიშნული მომსახურების დანერგვა",-განმარტავენ გარემოს დაცვის სამინისტროში.
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები