IDFI: ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლომ ჩვენი სარჩელი დააკმაყოფილა

IDFI: ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლომ ჩვენი სარჩელი დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დაკმაყოფილდა IDFI-ის სარჩელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ,-ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, IDFI-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ ქმედების განხორცილებას საჯარო ინფორმაციის გაცემის სახით. "კერძოდ,ორგანიზაცია ითხოვდა ინფორმაციას სამინისტროს მიერ გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ (პრემიები, დანამატები, სამივლინებო ხარჯები, გამარტივებული შესყიდვები,როუმინგული ხარჯები და სხვა). IDFI-იმ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით მიმართა 2015 წლის 10 მარტს და მოითხოვა ინფორმაცია2014 წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯის შესახებ. სამინისტრომ დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნა და უპასუხოდ დატოვა ჩენი განცხადება, რის შემდეგაც უწყების ქმედება თავდაპირველად ადმინისტრაციული, ხოლო შემდეგ კი სასამართლოს გზით გასაჩივრდა",-განმარტავენ  IDFI-ში.
ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა საოცრად არაეთიკური იყო!

ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა საოცრად არაეთიკური იყო!

27 ივლისი, 2017

"საოცრად არაეთიკური იყო გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა! ორმაგად სამწუხარო ამ ყველაფერში ის არის, რომ არ გამკვირვებია!",-საია-ს ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძისა და პარლამენტის...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები