გუდაბერტყას ნამოსახლარზე ძვ.წ.აღ-ის IV – III ათასწლეულის ნახანძრალი შენობა და ნივთები აღმოაჩინეს

გუდაბერტყას ნამოსახლარზე ძვ.წ.აღ-ის IV – III ათასწლეულის ნახანძრალი შენობა და ნივთები აღმოაჩინეს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა გუდაბერტყას ნამოსახლარზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, აღმოჩენილია მტკვარ-არაქსის კულტურის, ძვ.წ.აღ-ის IV – III ათასწლეულის ნახანძრალი შენობა, რომელიც, სავარაუდოდ, საკულტო ნაგებობა იყო. ასევე გათხრების დროს ნაპოვნია იმ პერიოდის ჭურჭელი, გამომწვარი ბათქაში, რელიეფები. ეს აღმოჩენა საკმაოდ იშვიათ შემთხვევებს განეკუთვნება, რადგან საქართველოში დღემდე საკულტო ნაგებობები საკმაოდ მცირე რაოდენობითაა ნაპოვნი. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და გორის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, სოფლებს - სვენეთსა და ახალშენს შორის მდებარე გუდაბერტყას ნამოსახლარზე არქეოლოგიური სამუშაოები გაზაფხულიდან მიმდინარეობს. გათხრებს ხელმძღვანელობს არქეოლოგი გოგი მინდიაშვილი. გუდაბერტყა შიდა ქართლის ტერიტორიაზე არსებული, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნამოსახლარია, რომელიც ორ კულტურულ ფენას მოიცავს. პირველ, ზედა ფენაში აღმოჩენილია გვიანი ბრინჯაოს ადრე რკინის ხანის (ძვ. წ.აღ. XII-VII სს.) შენობათა ნანგრევები, იმ დროისთვის დამახასიათებელი ფურნე - ღუმელები, რიგ შემთხვევაში კი დაუზიანებელი, მთლიანი ჭურჭელი. მეორე, ქვედა ფენის გათხრებით კი აღმოჩენილია ადრე ბრინჯაოს, მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ. წ.აღ.XVII ს.) ნამოსახლარი - თითქმის მთელი ნაგებობების ნაშთები, იმ დროისთვის დამახასიათებელი ცენტრალურშვერილებიანი კერები, რომლებიც, როგორც წესი, შეღებილია წითელი საღებავით. წითელი საღებავითაა შეღებილი შენობის კედლების შიდა პირიც. გუდაბერტყას არქეოლოგიური გათხრები მნიშვნელოვანი ობიექტია ტურისტული თვალსაზრისითაც. ის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 77-ე კილომეტრზე მდებარეობს და ამ არქეოლოგიურ საიტზე მისულ ტურისტებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ როგორც უკვე აღმოჩენილ არტეფაქტებს, ასევე დაათვალიერონ არქეოლოგიური გათხრების პროცესიც.
უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები