კულტურის სამინისტრო: მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის რეაბილიტაცია 2017 წელსაც იგეგმება

კულტურის სამინისტრო: მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის რეაბილიტაცია 2017 წელსაც იგეგმება

მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარს რეაბილიტაცია 2017 წელსაც ჩაუტარდება,- ინფორმაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამჟამად, სრულდება ტაძრის გაფხვიერებული ქვის საკონსერვაციო სამუშაოები. სამუშაოებისთვის გამოყოფილი წლევანდელი ბიუჯეტი სრულად ათვისებულია. ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2000-იანი წლების დასაწყისში ჩატარდა. კედლის ძლიერად დაზიანებული ადგილები ქვის ახალი კვადრებით შეივსო, თუმცა, მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარზე ქვის სტრუქტურული დასუსტებით გამოწვეული დაზიანებები კვლავ პროგრესირებს. ტაძრის მდებარეობიდან გამომდინარე, მასზე მუდმივად მოქმედებს ქარი და ატმოსფერული ნალექები, რაც ქვის დაშლის პროცესს აჩქარებს. ცოცხალი ორგანიზმები (ბაქტერიები, სოკოები, წყალმცენარეები) ასევე,გავლენას ახდენენ სამშენებლო მასალების დაზიანების პროცესზე. მასალის ზედაპირებსა და სიღრმეში დასახლებული მიკროორგანიზმების ბიოლოგიური აქტიურობის შედეგად იფიტება და ზიანდება ქვა. შედეგად, მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარი მუდმივად საჭიროებს რეაბილიტაციას. უწყების ცნობით, სარესტავრაციო სამუშაოებს ახორციელებს ეკა პროვალოვას სახელობის მხატვრობის ტექნიკური მეთოდებით კვლევის ცენტრი „ბეთანია“ ნანა კუპრაშვილისა და ალექსანდრე რუბაშვილის ხელმძღვანელობით, კონსულტანტია - იტალიელი რესტავრატორი სტეფანო ვოლტა.
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები