ჩინურმა კომპანიამ საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების სურვილი გამოთქვა

ჩინურმა კომპანიამ საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების სურვილი გამოთქვა

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჩინური კომპანია Henan Jingyan Silver Seed Co.,LTD-ის ოფიციალური დელეგაცია მიიღო. ჩინურ დელეგაციას Henan Jingyan Silver Seed Co.,LTD- ის თავმჯდომარე ლი ჩაო ხელმძღვანელობს.
Henan Jingyan Silver Seed Co.,LTD- ი ჩინეთში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქტებს აწარმოებს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახდენს რეალიზაციას. კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს სასათბურე და სათესლე მეურნეობის წარმოებაში. ოპერირებს პოსტსაბჭოთა ყვეყნებში და საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული. შეხვედრას ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და საინვესტიციო და საფინანსო დეპარტამენტების ხელმძრვანელები ესწრებოდნენ Henan Jingyan Silver Seed Co.,LTD-ის წარმომადგენლებმა ფონდის მენეჯმენტს საინვესტიციო წინადადებები წარუდგინს და საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების სურვილი გამოთქვეს. განაცხადეს, რომ მათი პროდუქცია ქიმიურ მინარევებს არ შეიცავს, ეკოლოგიურად სუფთაა, გაცილებით იაფი და კონკურენტუნარიანი. მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნის აგრარული სექტორი მიმოიხილეს. შეაფასეს ადგილობრივი ბაზარი და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ფონდის მენეჯმენტმა Henan Jingyan Silver Seed Co.,LTD-ის წარმომადგენლებს კონკრეტული საინვესტიციო წინადადებების წარმოდგენა და მათი განხილვა შესთავაზეს.
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები