პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრად ლევან დავითაშვილი დაასახელა

პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრად ლევან დავითაშვილი დაასახელა

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრად ლევან დავითაშვილი დაასახელა.
ლევან დავითაშვილი ოთარ დანელიას შეცვლის. მანამდე ის, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის, ოთარ დანელია პრემიერმა მარტვილში “ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა მინისტრები დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ. შესაბამისად, ოთარ დანელიას თანამდებობის დატოვება მოუწია.
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები