ქუმსიშვილი: საზღვაო ტრანსპორტის განვითარების ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს

ქუმსიშვილი: საზღვაო ტრანსპორტის განვითარების ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს

პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარი გააკეთა ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის შესახებ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ტარდება.
პირველი ვიცეპრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდნენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის – საზღვაო ტრანსპორტის საკითხებში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის ორგანოს გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი და მსოფლიოს წამყვანი საზღვაო სახელმწიფოების ტრანსპორტის მინისტრები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. “ფორუმის ჩატარებით, ჩვენ გვინდა ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ გვინდა დავიბრუნოთ ჩვენი ადგილი ზღვაოსნობაში. გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს აქვს ზღვაოსნობის უდიდესი ტრადიცია და ჩვენ ისინი აუცილებლად უნდა აღვადგინოთ”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი განცხადებით, დღეს საქართველოს 9,000 მეზღვაური ჰყავს, რომელთაც საშუალოდ ყოველწლიურად საქართველოში 190 მილიონზე მეტი შემოსავალი შემოაქვთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. “ჩვენ საზღვაო ტრანსპორტის განვითარების ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი განცხადებით, ფორუმის მსვლელობისას, საუბარი იქნება აღნიშნულ პესპერქტივებზე, ასევე ინვესტიციებზე, რომელიც სექტორის განვითარებისთვის უნდა იყოს მოზიდული და იმ რეფორმებზე, რომლებიც ამ მიმართულებითაა გასაკეთებელი.
უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები