ენერგეტიკის სამინისტრო: კახეთში, 5 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ენერგეტიკის სამინისტრო: კახეთში, 5 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

უამინდობის მიზეზით ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება კახეთის რეგიონის 5 ათასამდე აბონენტს,-ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომელმაც უამინდობის მიზეზით კახეთის ენერგოსისტემაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. "უამინდობამ პრობლემები ლაგოდეხის, ყვარელის, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში შექმნა. აღმოსავლეთ საქართველოში გაუარესებულმა ამინდმა კახეთის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდებას პრობლემები შეუქმნა. უამინდობის მიზეზით ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება კახეთის რეგიონის 5 ათასამდე აბონენტს.
დაზიანდა ლაგოდეხის, ყვარელის, გურჯაანისა და დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტებში 10 კილოვოლტიანი ელექტრო გადამცემი ხაზები. დაზიანებები უკვე აღმოფხვრილია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში და იქ მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს პერიოდში აღუდგება. დაზიანების ყველა ადგილზე უკვე გასულები არიან „კახეთის ენერგო დისტრიბუციის“ ტექნიკური ჯგუფები და ელექტროენერგიის მიწოდების უმოკლეს ვადებში აღსადგენად კომპანია ყველაფერს აკეთებს. ამინდის პირობებიდან გამომდინარე, ლაგოდეხის, ყავრელისა და გურჯანიის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპორბრივად აღუდგება. „კახეთის ენერგო დისტრიბუცია“ რეგიონში სულ 130 ათას აბონენტს ემსახურება, უამიდნობამ პრობლემები აბონენტების დაახლოებით 4%-ს შეუქმნა",-განმარტავენ ენერგეტიკის სამინისტროში.
გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

17 ივლისი, 2018

რუსთაველის ქუჩაზე მიმავალი მიკროავტობუსი ჯერ ველოსიპედს დაეჯახა, შემდეგ კი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას. ავარიის შედეგად დაშავდა არასრუწლოვანი, რომელიც ველოსიპედს მართავდა და „მერსედესის“ მძღოლი. დაშვებულები სასწრაფო...

ახალი სტატიები