ცაგერში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი შენდება

ცაგერში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი შენდება

მალე ცაგერს ახალი, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი და რეაბილიტირებული საფეხბურთო სტადიონი შეემატება. როგორც სპორტის სამინისტროდან იუწყებიან,  ცაგერის ფეხბურთის მოედნის ზომა შეესაბამება უეფას მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს, რაც საშუალებას იძლევა სტადიონის რეკონსტრუქციის შემდეგ აქ საერთაშორისო ეგიდით გასამართი მატჩებიც ჩატარდეს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში, კომპლექსი ასევე უმასპინძლებს საქართველოს შიდა პირველობების მატჩებს. სტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება, ხოლო მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით შენდება. ცაგერსა და ლენტეხს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ესტუმრა და რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას გაეცნო და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად რეგიონში სპორტის განვითარების სამომავლო გეგმები დასახა. მასობრივი სპორტის განვითარების ფარგლებში ტარიელ ხეჩიკაშვილმა ცაგერსა და ლენტეხში სპორტსმენებს სპორტული ინვენტარი გადასცა: რაგბის, ფეხბურთის, ფრენბურთის და კალათბურთის ფორმები და ბურთები, მოკრივეთა აღჭურვილობა, ძიუდოს და ქართული ჭიდაობის საჭიდაო ფორმები.  ხეჩიკაშვილმა მწვრთნელების და სპორტსმენების მხრიდან ცაგერში არსებული პრობლემები მოისმინა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა. 1 სექტემბრიდან ცაგერის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების სპორტის მასწავლებლები და მწვრთნელები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგან ხელფასზე დანამატის სახით 50-70 ლარს იღებენ.
ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

10 აგვისტო, 2018

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ქალაქში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის, ამ დროისათვის შემოსულია...

ახალი სტატიები