სასჯელაღსრულების სამინისტრო: რეგიონებში კიდევ 21 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა

სასჯელაღსრულების სამინისტრო: რეგიონებში კიდევ 21 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, სექტემბრის თვეში თბილისში, აჭარაში, იმერეთში, ქვემო ქართლში, კახეთსა და გურიაში კიდევ 21 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა,-ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროდან იუწყებიან. პრობაციის ბიუროებმა ინდივიდუალურად შეისწავლეს თითოეული პრობაციონერის რისკები და საჭიროებები. შესაბამისი შეფასებებისა და გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, პირობით მსჯავრდებულები სხვადასხვა სამსახურში (დისტრიბუცია, ხის საამქრო, ავტოსერვისცენტრი, პურის საცხობი, კეთილმოწყობის სამსახური, საქონლის ფერმა და ა.შ) დასაქმდნენ. მათი ყოველთვიური გამომუშავება, საშუალოდ, 400–500 ლარს შეადგენს. პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2016 წლის განმავლობაში 124 პრობაციონერი დასაქმდა, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე კი - 518  პირობით მსჯავრდებული.
ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

10 აგვისტო, 2018

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ქალაქში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის, ამ დროისათვის შემოსულია...

ახალი სტატიები