დევდორაკი-ამალის ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟდა

დევდორაკი-ამალის ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, შვეიცარიელ ექსპერტებთან და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც დევდორაკ-ამალის ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემის ფუნქციონირებას ადგილზე გაეცნო. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინიციატივით შვეიცარიულმა კომპანიამ „GEOTEST“ ადრეული შეტყობინების თანამედროვე სისტემა დაამონტაჟა, რომელიც როგორც მყინვარს, ასევე მდინარის ხეობაში წყლის კრიტიკულ დონეებს თანამედროვე ტექნოლოგიებით გააკონტროლებს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოდან იუწყებიან, ასევე შეიქმნა მონაცემების კომუნიკაციის ერთიანი სისტემა, რაც ადრეული გაფრთხილების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. შვეიცარიელმა ექსპერტებმა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად სამუშაოები 1800 და 3300 მეტრ სიმაღლეზე აწარმოეს. სისტემის მიზანია, მოახდინოს ბუნებრივი სტიქიური პროცესების დროული დაფიქსირება, რათა შესაბამისმა უწყებებმა საფრთხის ზონაში ევაკუაციის წინასწარ შემუშავებული გეგმა განახორციელონ.
უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები