თბილისში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 5 გრადუსი იქნება

თბილისში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 5 გრადუსი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი. როგორც სააგენტოში "აიპრესს" განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში ამინდი 24 ოქტომბრიდან შეიცვლება, თბილისში კი დღის მაქსიმალური ტემპერატურა შემდეგი დღეების განმავლობაში 5 გრადუსი იქნება. "დასავლეთ საქართველოში ამინდი 24-დან შეიცვლება, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს უკვე 25-დან, უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში თოვლია მოსალოდნელი, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, კვლავ შენარჩუნდება არამდგრადი ამინდი, ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი შემდეგ დღეებში და ნალექი თოვლის სახით. დედაქალაქშიც არამდგრად, ღრუბლიან ამინდს უნდა ველოდოთ, მცირე ნალექითა და ნისლით. ჰაერის ტემპერატურა 5 გრადუსამდე დაიკლებს, ეს იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა",-განაცხადეს გარემოს ეროვნული სააგენტოში.
უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები