ციხელაშვილი: საქართველოს აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების ვალდებულება აქვს

ციხელაშვილი: საქართველოს აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების ვალდებულება აქვს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საზოგადოებას აფხაზური ენის დღე მიულოცა. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნა, აფხაზური ქართულთან ერთად არის კონსტიტუციური ენა და საქართველოს, აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების ვალდებულება აქვს.
„მინდა, მივულოცო მთლიან საქართველოს, განსაკუთრებით აფხაზურ საზოგადოებას აფხაზური ენის დღე. აფხაზური ქართულთან ერთად არის კონსტიტუციური ენა და საქართველოს აქვს ვალდებულება აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა.ენა წარმოადგენს ნებისმიერი ეთნოსის საყრდენს, და მისი წარსულისა და მომავლის საყრდენს. ამიტომ, ჩვენთვის ცხადია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზურ ენაზე ზრუნვა და ვფიქრობთ, რომ, ეს არის ის საერთო ამოცანა, რომელიც ჩვენ ერთად უნდა განვახორციელოთ და ეს არის საწინდარი ჩვენი ურთიერთობების აღდგენის, ჩვენი შერიგების და ჩვენი ერთიან განვითარებულ, ევროპულ სახელმწიფოში თანაცხოვრების, სადაც ყველა ეთნოსი არის დაცული აქვთ განვითარებისთვის თავსიუფალი სივრცე“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები