პაატა ზაქარეიშვილი: მოგერინის ვიზიტს

პაატა ზაქარეიშვილი: მოგერინის ვიზიტს "რუსთავი 2"-თან კავშირი არ აქვს

"ფედერიკა მოგერინის ვიზიტს „რუსთავი 2“-თან არანაირი კავშირი არ აქვს, მოგერინის ვიზიტი საქართველოში ადრე დაიგეგმა, ვიდრე „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითრდებოდა მოვლენები", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ფედერიკა მოგერინი კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში და გენდერულ საკითხებს ეხება.

„არანაირი საერთო მის ჩამოსვლას ამ ტელევიზიასთან არ აქვს, თუმცა ბუნებრივია ქვეყანაში არსებული პრობლემები მისი ინტერესების სფეროში იქნება.

ის ჩამოდის, რადგან საქართველოში კონფერეცია იწყება ხვალიდან, როგორც მე ვიცი ქალთა მონაწილეობაში პოლიტიკაზე და გენდერულ საკითხებზე იქნება მსჯელობა.

საქართველოს მართლაც აქვს თავი წარმოსაჩენად, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრი კითხვები იყოს,მაგრამ ქალთა მონაწილეობა როგორც პოლიტიკაში, ისე საზოგადო ცხოვრებაში საკმაოდ მაღალია, რითიც თავის მოწონება შეგვიძლია“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები