"არ არსებობს საფუძველი იფიქრონ, რომ ხელისუფლებას კრიტიკული აზრის გამოთქმის შეფერხება სურს"

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის თქმით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ეჭვი შეიტანოს, თითქოს ხელისუფლებატელევიზიებში კრიტიკული აზრის გამოთქმის შეფერხებას ცდილობს.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, „რუსთავი 2“ ისეთივე კრიტიკული იქნება, როგორც ყოველთვის იყო, რადგან მე მოვისმინე ყველა მხარის დამოკიდებულება „რუსთავი 2“-ის და მისი ჟურნალისტების მიმართ.

ყველა ცალსახად და მკაფიოდ ამბობს, რომ ჟურნალისტებს და პროფესიონალებს, ვინც მუშაობს და ქმნის „რუსთავი 2“-ის სახეს, მათ არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, „ფრიდომ ჰაუსის“ ვიცე პრეზიდენტი რობერტ ჰერმანი „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე ქართული სახელმწიფოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს მთავრობამ მედიაში ჩარევა უნდა შეწყვიტოს.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები