სპორტის სამინისტრო: საქართველოში პირველად ინკლუზიური სტარტაპი შეიქმნება

სპორტის სამინისტრო: საქართველოში პირველად ინკლუზიური სტარტაპი შეიქმნება

3 ნოემბერს 14:00  საათზე, ტექნო პარკში გაიმართება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უნიკალური ინკლუზიური პროგრამის პრეზენტაცია. შშმ პირთა საზოგადოებაში ინკლუზიის პროგრამის ფარგლებში, სამინისტრო UG Lemono Trainings  ცენტრთან ერთად იწყებს პროექტს მობილური აპლიკაციების დეველოპმენტის შესწავლის მიზნით. როგორც სპორტის სამინისტროში განმარტავენ, მონაწილეებს მიეცემათ შანსი დაეუფლონ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიას და  გახდნენ მოთხოვნადი კადრები გლობალურ ბაზარზე. სამინისტროში აცხადებენ, რომ პროგრამირების შესწავლა იწყება პირველი საფეხურიდან და წინასწარ სპეციალურ ცოდნას არ საჭიროებს. სამინისტროს ინფორმაციით, ინტენსიური პროგრამა გაგრძელდება 3 თვე, ტრეინინგ-კურსის დასრულების შემდეგ კი საქართველოში პირველად ინკლუზიური სტარტაპი შეიქმნება. მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/events/1793998150871456/
უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები