კალაძე: ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა რომ ავიცილოთ, ადგილობრივი რესურსები უნდა ავითვისოთ

კალაძე: ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა რომ ავიცილოთ, ადგილობრივი რესურსები უნდა ავითვისოთ

ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, ადგილობრივი ენერგორესურსების რაციონალური ათვისების გზით, ხელისუფლება ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას უზრუნველყოფს.
მისი შეფასებით, საქართველო ბუნებრივი რესურსებით ძალიან მდიდარია, გააჩნია ენერგეტიკული პოტენციალი, თუმცა ამ ეტაზე ამ რესურსების მხოლოდ 20 %-ია ათვისებული. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით არ იყოს დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე, რადგან რაც უფრო მეტი ელექტროენერგია შემოგვაქვს მეზობელი ქვეყნებიდან, ეს ყველაფერი აისახება თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯიბეზე, რადგან გვიწევს ტარიფების გაზრდა, ეს რომ თავიდან ავიცილოთ, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადგილობრივი რესურსები იყოს ათვისებული“, - აღნიშნა კახი კალაძემ. კალაძის ინფორმაციით, ენერგეტიკის სექტორში დაახლოებით 3 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება. „განვითარდება ინფრასტრუქტურა, ამას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან როდესაც ამდენი პროექტი ხორციელდება, როგორიცაა ჰიდროელექტროსადგური, თბოელექტროსადგური, ქარის სადგურები, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული იყოს და ელექტროენერგიის მიწოდება მოვახერხოთ უსაფრთხოდ“,- განაცხადა კალაძემ.
უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები