იუნესკომ ქართული ანბანის სამივე სახეობას კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა

იუნესკომ ქართული ანბანის სამივე სახეობას კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა

"ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია.
როგორც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან იუწყებიან, გადაწყვეტილება 30 ნოემბერს, ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბებაში UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მე-11 სესიაზე მიიღო. კომიტეტის სესიაზე, რომელიც 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე იმართება, საქართველოს დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით მონაწილეობს: საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი UNESCO-ში - ეკატერინე სირაძე - დელონე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი - ნიკოლოზ ანთიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს, UNESCO-ს ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი - ქეთევან კადნელაკი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი აფრიკის კავშირში - ვახტანგ ჯაოშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს UNESCO-სა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი - რუსუდან მირზიკაშვილი. ექსპერტის სტატუსით, UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრიდან მიწვეულია - კონსტანტინე ნაცვლიშვილი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ნომინაცია საქართველოს მთავრობისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით მომზადდა, ხოლო ნომინაციის მხარდაჭერა საერთაშორისო დონეზე უზრუნველყო საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ნომინაციის მომზადებაში ჩართულები იყვნენ: ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ეროვნული მუზეუმი, საქართველოს საპატრიარქო, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტები და ცალკეული ენათმეცნიერები. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 19 მარტს, „უძველესი ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ არამატერიალური მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა საუკუნეების განმავლობაში ქართული დამწერლობის ევოლუციისა და მის საფუძველზე მიღებული სამი ანბანური სისტემის (მრგლოვანი, ნუსხური, მხედრული) სხვადასხვა კულტურული და სოციალური ფუნქციით თანაარსებობის შედეგად ჩამოყალიბდა. ელემენტი მოიცავს ქართული ანბანის სამ სახეობას, მათი გამოყენების მრავალფეროვნებასა და თანაარსებობის ცოცხალ კულტურას, ლიტერატურულ მემკვიდრეობასა და კულტურას, ანბანის სწავლების მეთოდიკას (დედა ენა - საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი), ტიპოგრაფიის, გრაფიკულ და მედია-დიზაინის ხელოვნებას. ელემენტი ინახავს თხუტმეტსაუკუნოვანი ქართული სალიტერატურო ენის ლექსიკასა და გრამატიკას, რაც ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ფუნდამენტს წარმოადგენს. "UNESCO-ს მხრიდან „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებას ფუნდამენტური მნიშვნელობა გააჩნია როგორც, ქართული საზოგადოებისა და დიასპორისთვის, ასევე საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო ინსტიტუციებისა და ზოგადად საქართველოს, როგორც მაღალი კულტურის მქონე ქვეყნის იმიჯის განმტკიცებისთვის საერთაშორისო დონეზე. ნომინაცია ხელს უწყობს საქართველოში კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას, საზოგადოებაში ტოლერანტობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სოციო-კულტურული კავშირების განმტკიცებას, ქართველოლოგის, როგორც მეცნიერების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას. იგი ასევე წაახალისებს ქართული ენის, ანბანისა და ლიტერატურის კვლევითი ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას, რაც ელემენტის უმთავრეს დამცავ მექანიზმად მიიჩნევა",-განმარტავენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.
უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები