აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე გახდა. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მის კანდიდატირას კენჭი, უმაღლეს საბჭოში დღეს უყარეს. პატარაძემ, „ქართული ოცნების“ დეპუტაციის, სრული შემადგენლობის მხარდაჭერა, 14 ხმა მიიღო.
როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, გადაწყვეტილება ერთხმად, შიდა კონსულტაციების შედეგად მიიღეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას. კენჭისყრამდე, ზურაბ პატარაძემ უმაღლეს საბჭოში იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც მისი მთავრობის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, აჭარაში განხორციელდება. მათ შორის, ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით. თავის მხრივ, ზურაბ პატარაძემ 10 დღის ვადაში, უმაღლეს საბჭოს მინისტრთა კაბინეტის წევრთა კანდიდატურები უნდა წარუდგინოს, თუმცა დეპუტატები ამბობენ, რომ მთავრობის თავმჯდომარე, კონსტიტუციით განსაზღვრულ ამ ვადას ბოლომდე არ გამოიყენებს და მთავრობის ახალი შემადგენლობის არჩევა, უფრო ადრე მოხდება. ზურაბ პატარაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ, უმაღლეს საბჭოში, მეორედ აირჩიეს, პირველად, მისი არჩევა, პრეზიდენტის წარდგინებით, მესამე მოწვევის დეპუტატების მიერ მოხდა. მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭო, 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, 28 ნოემბერს შეიკრიბა.
შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

07 ივნისი, 2018

ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს.  "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად...

ახალი სტატიები