კახა კალაძე

კახა კალაძე "გაზპრომ-ექსპორტის“ წარმომადგენლებს ვენაში ხვდება

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს, "გაზპრომ-ექსპორტის“ წარმომადგენლებს ქალაქ ვენაში ხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს ინფორმაციას. "ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, 13-14 დეკემბერს , სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კომპანია "გაზპრომ-ექსპორტთ" და კომპანია "ინტერ-რაოს" ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.
კახა კალაძე კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას ქალაქ მინსკში 14 დეკემბერს შეხვდება, ხოლო კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის“ წარმომადგენლებს ქალაქ ვენაში, 13 დეკემბერს. კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ მორიგი სამუშაო შეხვედრა არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ყოველწლიური მოლაპარაკებების ფარგლებში შედგება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები