გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

  • 14 დეკემბერი, 2016
  • 12:47
  • ადმინისტრატორი
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,- ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა–გუდაურის(ფოსტას) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.”- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

27 აგვისტო, 2018

რამდენიმე დღის წინ მესტიაში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები