თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისი - რუსთავის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, კონტრაქტის გაფორმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია,-ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გალაქტიონ ბუაძემ და ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანიის, „სეზა ინშაათ“-ის წარმომადგენლებმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. თბილისი- რუსთავის 6,4 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობის ხანგრძლივობა 2 წელია. სამშენებლო სამუშაოების საკონტრაქტო ღირებულება 119 მილიონამდე ლარია. თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის სამივე მონაკვეთის მთლიანი სიგრძე 17, 4 კმ-ია. პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა 2014 წლის 22 აპრილს დაიწყო და 2016 წლის მაისში დასრულდა.
ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

10 აგვისტო, 2018

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ქალაქში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის, ამ დროისათვის შემოსულია...

ახალი სტატიები