ყაზბეგში, მდინარე ჩხერეზე ახალი ხიდის მშენებლობა სრულდება

ყაზბეგში, მდინარე ჩხერეზე ახალი ხიდის მშენებლობა სრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) 125-ე კმ-ზე მდ. ჩხერეზე, ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები სრულდება. ხიდზე ჩატარებულ სამუშაოებს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე გაეცნო. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდ. ჩხერეზე არსებული ხიდი, მდინარის ღვარცოფული გამონატანებისგან დაზიანებული იყო და საჭირო გახდა ახალი, ალტერნატიული ხიდის მშენებლობა. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა: ახალი 3 მალიანი, 75 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელის მშენებლობა; ხიდის სავალი ნაწილის, ახალი წყალგამტარი მილების, სადრენაჟე არხებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა; ასევე განხორციელდა, ხიდის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 3 680 000 ლარი შეადგინა.
ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

10 აგვისტო, 2018

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ქალაქში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის, ამ დროისათვის შემოსულია...

ახალი სტატიები