ფინანსთა მინისტრის მოადგილე: უძრავი ქონების რეკლამა უნდა იყოს მხოლოდ ლარში

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: უძრავი ქონების რეკლამა უნდა იყოს მხოლოდ ლარში

ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, უძრავი ქონების რეკლამა აუცილებლად უნდა იყოს მხოლოდ ლარში. როგორც მან ლარიზაციის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტის საპარლამენტო განხილვისას განაცხადა, ეს საშუალებას მისცემს მოქალაქეებს,  შეძლონ ფასების შედარება როგორც კონკურენტის ფასებთან, ისე საკუთარ შემოსავალთან. მისი განცხადებით, უძრავი ქონების რეკლამირებისას დაცული იყოს თითოეული მომხმარებლის ინტერესი. მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარი მიზანია, საქონლის რეალიზაციის ან მომსახურების რეკლამირებისას დაცული იყოს თითოეული მომხმარებლის ინტერესი. „კურსის ცვალებადობა პრობლემებს უქმნის უძრავი ქონების ბიზნესს, თუ ლარი უფასურდება უძრავი ქონება იაფდება და პირიქით, რაც ამ სექტორში ფასების მერყეობას, გაყიდვების შემცირებასა და სხვა და სხვა პრობლემებს იწვევს. მეორე მხრივ, თუ უძრავი ქონების ფასები ლარით იქნება დენომინირებული, ეს დაეხმარება მყიდველს უკეთ დაგეგმოს უძრავი ქონების შესყიდვა. აღნიშნული გადაწყვეტილება, ასევე, ხელს შეუწყობს ლარის დეპოზიტების ზრდას,“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ. მისი განცხადებით, ეროვნულ ვალუტაში მომსახურების ან სარეალიზაციო ფასის ლარში გამოხატვა მომხმარებლისთვის გაზრდის პროგნოზირებადობას, ბიზნესისთვის - რომლისთვისაც როგორც ცნობილია, პირველადი მშენებლობის ხარჯის უმეტესი ნაწილი ეროვნულ ვალუტაში აქვს, შეამცირებს  რისკებს. მომხმარებელი არ იქნება დამოკიდებული კურსის ცვლილებაზე და უკეთ შეძლებს საკუთარი შემოსავლების განკარგვას გრძელვადიან პერიოდზე. „აღნიშნული მიღებულია საერთაშორისო პრაქტიკაში - მრავალმა ქვეყანამ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება და საბოლოო ჯამში, ხელი შეუწყო  ადგილობრივი ვალუტის მიმართ ნდობის გამყარებას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.  
უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები