ქეთევან ციხელაშვილმა ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ქეთევან ციხელაშვილმა ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა ბერლინის საგარეო პოლიტიკის მეხუთე ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო ავრცელებს.

ფორუმში 200-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსი, მთავრობათა წარმომადგენელი, ექსპერტი და ჟურნალისტი მონაწილეობდა.

ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გახსნა.

ქეთევან ციხელაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.

მან ასევე, ისაუბრა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციაზე და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმი 2011 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად იმართება.

წლევანდელი შეხვედრის მთავარი თემა ევროპის საგარეო პოლიტიკის მოსალოდნელი გამოწვევები, დასავლეთის და რუსეთის ურთიერთობების მომავალი, შუა აღმოსავლეთში მოვლენების შესაძლო განვითარება იყო.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები