კალაძე: საქართველო

კალაძე: საქართველო "გაზპრომისგან" ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს ფულადი სახით მიიღებს

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშრებით „გაზპრომ-ექსპორტის“ საბოლოო წინადადება განიხილეს. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მიმართულებით ხელშეკრულებას, რომელიც 2016 წელს იყო გაფორმებული, ვადა 31 დეკემბერს გაუვიდა. თუმცა, დღეს მთავრობამ 2 წლის ვადით ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო.
მინისტრი აქვე განმარტავს, რომ ხელშეკრულების გაფორმებით საქართველოს რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება არ იზრდება, იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა. „რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებების შედეგად შევძელით, გაზპრომ -ექსპორტისგან არსებული გარემოებების გათვალისწინებით ოპტიმალური წინადადების მიღება. მთავრობამ იმსჯელა ამ შემოთავაზებაზე და მიიღო ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება. ამ ხელშეკრულებით, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება, იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს, ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას. რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახედელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ასევე გვაქვს შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში ეროვნული დეფიციტის დასაკმაყოფილებლად მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად. ხელშეკრულება არის 2 წლის ვადით, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდეგ გაგრძელდება ფულადი ანაზღაურების ანგარიშსწორება. ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება არსებული ვითარების გათვალისწინებით. საქართველო პატივს სცემს საერთაშორისო პრინციპებსა და სამართლებრივ ნორმებს, რაც მისი როგორც სატრანზიტო ფუქნციის მქონე ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თანხობრივად საერთო ჯამსი ფინანსური შედეგი იქნება დაახლოებით იგივე,რაც ნედლეულის მიღების შემთხვევაში. ასევე საინეტრესოა ის, რომ საჭიროების შემთხვევაში თუ გვექნება აუცილებლობა, რომ წამოვიღოთ დამატებითი მოცულობები, ფასი 215 დოლარის ნაცვლად იქნება 185 დოლარი“, - აღნიშნა კახი კალაძემ.
ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები