39 წლის შემდეგ ფიროსმანის სურათს

39 წლის შემდეგ ფიროსმანის სურათს "სვირი" დამთვალიერებელი პირველად ნახავს

39 წლის შემდეგ დამთვალიერებელს პირველად ექნება შესაძლებლობა ნიკო ფიროსმანაშვილის სურათი ,,სვირი’’ იხილოს. ნამუშევრის პრეზენტაციას დღეს 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს. სურათი მუზეუმმა 1930 წელს შეიძინა. მანამდე ,,სვირი’’ გიორგი ლეონიძის საკუთრება იყო. 1930 წლიდან დღემდე ის სულ სამჯერ - 1957,  1968, 1978 წლებში გამოიფინა. 1978 წლის შემდეგ, მძიმე დაზიანებების გამო, ნამუშევარი ფართო საზოგადოებას აღარ უნახავს. ეროვნული მუზეუმის რესტავრატორმა ნანა მანაგაძემ სურათს ხანგრძლივი სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარა. რესტავრაციის ურთულესი პროცესის დასრულების შემდეგ ,,სვირი’’ პირველად იფინება დამთვალიერებელთათვის. ნიკო ფიროსმანაშვილის აღნიშნულ სურათთან ერთად, მუდმივ ექსპოზიციაში ჩაერთვება ,,ნადირობა ინდოეთში’’ და ,,დათვი მთვარიან ღამეს’’.
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები