ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, 16-18 იანვარს, თბილისს ოფიციალური ვიზიტით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი, ვიცე-პრეზიდენტი ტობიას ვოსი და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ხელმძღვანელი სიმონე ბიულერი ესტუმრებიან. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი რანგის შეხვედრები. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი ქართულ მხარესთან 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის წარდგენის მოსამზადებელ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავს. ასევე დაგეგმილია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტისა და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ხელმძღვანელის სამუშაო შეხვედრები ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან და საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის კულტურული პროგრამის მენეჯერებთან. შეხვედრებზე ქართული ლიტერატურული და კულტურული პროგრამის დაგეგმვა-განხორციელების დეტალებს განიხილავენ. ასევე საუბარი შეეხება 2017 წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოსთვის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ოფიციალური  ცერემონიის საორგანიზაციო საკითხებს. საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსს საქართველოს საფრანგეთი გადასცემს. ვიზიტის ფარგლებში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორს იურგენ ბოსს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელი საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად არის გამოცხადებული.
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები