ხულო-გოდერძის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

ხულო-გოდერძის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

  • 17 იანვარი, 2017
  • 17:20
  • ადმინისტრატორი
17 იანვარს ფინანსთა სამინისტროში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის, რომელიც 8 მილიონი ქუვეითური დინარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. კერძოდ, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ბათუმი-ახალციხის არსებული ორზოლიანი გზის დაახლოებით 29 კმ-იან ხულო-გოდერძის მონაკვეთს,- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, პროექტი ასევე მოიცავს აღნიშნულ მონაკვეთზე 4 ხიდის რეკონსტრუქციას, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობას და ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიშვნებს.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ ჰიშამ ალ ვაკაიანმა. პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ხულო-გოდერძის საგზაო მონაკვეთის აღდგენით მთავრობა ახორციელებს პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიანი გეგმას სივრცითი დაგეგმარების მიმართულებით, რომელიც კურორტ გოდერძიმდე მისასვლელი გზის აღდგენას ითვალისწინებს. აღნიშნული გზის აღდგენა პოტენციურ დამსვენებლებს და ადგილობრივ მოსახლეობას გოდერძის სამთო კურორტზე მისვლას მნიშვნელოვნად გაუიოლებს. გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მისასვლელი გზის მშენებლობა დიდ სტიმულს მისცემს ბიზნეს სექტორს, რათა მათ გოდერძის კურორტზე, განაშენიანების გენერალური გეგმის შესაბამისად, ახალი ტურისტული ობიექტები, მათ შორის, სასტუმროები ააშენონ,  შექმნან ახალი სამუშაო ადგილები, რაც რეგიონში მნიშვნელოვან შემოსავალს მოიტანს. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთი სულ 47 კილომეტრიანია. პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება გზის 29 კილომეტრიან მონაკვეთს. მისი განხორციელების შედეგად აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების დრო მნიშვნელოვნად შემცირდება, მგზავრებს კი საშუალება ექნებათ გადაადგილდნენ უსაფრთხოდ და კომფორტულად. ხელშეკრულებას ხელმოწერას დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა.
პარლამენტმა საქართველოს პრემიერმინისტრად მამუკა ბახტაძე აირჩია

პარლამენტმა საქართველოს პრემიერმინისტრად მამუკა ბახტაძე აირჩია

20 ივნისი, 2018

99 მომხრე , 6 წინააღმდეგი - პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გახდა; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ჩერქეზიშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით...

ახალი სტატიები