ზვიად ციკოლია: ბატონი გახარია დამიკავშირდა საწარმოს იდეის დეტალურად გასაცნობად

ზვიად ციკოლია: ბატონი გახარია დამიკავშირდა საწარმოს იდეის დეტალურად გასაცნობად

"ყველას მადლობა ჩემს სტატუსზე გამოხმაურებისთვის. როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია ბატონი გიორგი გახარია დამიკავშირდა და სურვილი გამოთქვა უფრო დეტალურად გაცნობოდა საწარმოს იდეას", - ამის შესახებ ქართველი სამრეწველო დიზაინერი, ზვიად ციკოლია სოციაურ ქსელშო წერს.
ცნობისთვის, ზვიად ციკოლია აეროსმიტის კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარის გამოყოფას facebook-ით გამოეხმაურა. "5 მილიონს ვიხდით აეროსმიტში. 2.5 მომეცით და წარმოებას გავაკეთებ და დავასაქმებ ხალხს. ექსპორტზე გავიტან პროდუქციას და ჩინურ-თურქულ პროდუქციას ნელნელა ადგილობრივით ჩავანაცვლებ",-წერს ზვიად ციკოლია. ცნობისათვის, საინფორმაციო სააგენტო on.ge-ს ინფორმაციით, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში, ბლექ სი არენაზე, 2017 წლის 20 მაისს, Aerosmith-ის კონცერტის გამართვა საქართველოს ბიუჯეტს 5 500 000 ლარი დაუჯდება. თანხიდან 5 მილიონი ჰონორარია, დარჩენილი 500 ათასი ლარი კი ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო თანხა.ხელშეკრულების გაფორმება ჯგუფ Aerosmith-ის პროვაიდერ სააგენტოსთან, International Talent Booking-თან გამარტივებული წესით იგეგმება.
უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები