კახი კალაძე:

კახი კალაძე: "გაზპრომზე" განცხადებები ისტერიის და პოლიტიკური დემაგოგიის ნაწილია

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის განცხადებით, "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ბოლო დროს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური დემაგოგიის ნაწილია, რომელსაც საზოგადოება არ უნდა აყვეს.
მისივე განმარტებით, ეს პროცესი პოლიტიკური ჯგუფებისგან პოპულისტური ნაბიჯია და ქულების დაწერას ემსახურება. "ქვეყანაში მიმდინარე დინამიური და პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად გამარგინალებული და მოსახლეობაში არაპოპულარული პირობითი ჯგუფები ძველი ინერციით მოქმედებენ და საკუთარი უსარგებლობის გადასაფარად ქვეყანაში მიდმინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს იყენებენ და დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ. წესით, დღეს მე ამ ბრიფინგს არ უნდა ვატარებდე მარტივი მიზეზის გამო, რომ მოსახლეობისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რაციონალური და სწორი ნაბიჯები გადადგა მთავრობამ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებში. არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ჯგუფებისთვის, არამედ ჩვენი მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, მთელი პასუხისმგებლობით ამ მოლაპარაკებების შედეგი. ამით ჩვენ შევინარჩუნეთ ენერგოდამოუკიდებლობის იგივე ხარისხი. ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია რეგიონში და სტაბილური განვითარება. შეიცვალა მხოლოდ გადახდის ფორმა. მხოლოდ ესაა ფაქტი არც მეტი, არც ნაკლები. ჩვენ ეს მოსახლეობას პირველივე დღეს ვაცნობეთ და ამაზე პოპულისტური ქულების დაწერა, ისტეიირსა და პოლიტიკური დემაგოგიის ნაწილია ის განცხადებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ, ჩვენ მოსახლეობამ გვანდო ქვეყნის მართვა და სწორედ იმიტომ აგვირჩია, რომ ყველა დეტალის გათვალისწინებით ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიგვეღო შეიძლება რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებები. "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ამომწურავად იქნა ინფორმაცია მიწოდებული მედიის საშუალებით. ასევე შედგა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ექსპერტებთან და არასამთავრობოებთან. ძალიან სამწუხაროა, რომ გვიწევს გარკვეული პოლიტიკოსების, თუ პოლიტიკური ჯგუფების, მათთან ასოცირებული ორგანოზაციები საზოგადოებისგან გამიჯვნა და მათზე განმარტებების გაკეთება. სამწუხაროა და არ არის ახალი, თუ როგორ იყენებენ ამ თემებს და ამით რისკის ქვეშ აყენებენ ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას. ნებისმიერ თემაზე აჟიოტაჟისა და უსაფუძვლო ისტერიის ატეხვა ემსახურება ერთადერთ მიზანს, მიიქციონ ყურადღება და დაიწერონ პოლიტიკური ქულები, ან მიიღონ სხვა ბენეფიტები მსგავსი პოპულისტური განცხადებებით, ყურადღების მიქცევა და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება შესაძლებელია სასარგებლო საქმეებითაც. პოლიტიკური პოპულიზმის დრო წარსულს ჩაბარდა. თუ მოსახლეობის ნდობისა და გვერდში დგომის მოპოვება გსურთ, ბატონებო, ეს სხვა გზით უნდა გააკეთოთ და არა დესტრუქციული და აბსურდული თემებით. იმედს ვიტოვებ, ეს ხარვეზი მოსახლეობის გზით სულ მალე გამოსწორდება. ჩვენს გუნდს ძალიან კარგად აქვს გააზრებული პასუხისმგებლობა და ვალდებულება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც არ ყვება პოპულიზმს და ამ მხრივ ქვეყნისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს იღებს მოსალოდნელი პოლტიკური და ეკონომიკური შედეგების გათვალისწინებით",- განაცხადა კალაძემ.
ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები