კვლევა: ახალგაზრდების ნაწილი თვლის, ალკოჰოლის მიღება აუცილებელია, რათა სხვებმა მიიღონ

კვლევა: ახალგაზრდების ნაწილი თვლის, ალკოჰოლის მიღება აუცილებელია, რათა სხვებმა მიიღონ

ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევის თანახმად, საქართველოში ახალგაზრდების 2% ალკოჰოლს მოიხმარს ყოველდღიურად. ზოგადად, ალკოჰოლის მოხმარება გავრცელებულია ახალგაზრდების 70%-ში და მათ შო რის არიან ისეთებიც ვინც რეგულარულად მოიხმარს ალკოჰოლს და ისინიც, ვინც უკიდურესად იშვიათად სვამენ ალკოჰოლს.
ახალგაზრდების ის 2%, რომელიც ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარს არის მამრობითი სქესის (3%), 25-29 წლის ასაკში (2%), ცხოვრობს სოფლად (4%) და მიეკუთვნება საშუალო ან დაბალ სოციალურ ფენას (2%). მათ შორის ვინც ყოველკვირეულად მოიხმარს ალკოჰოლს ახალგაზრდა კაცები დომინანტობენ (მამრობითი სქესის - 27%, მდედრობითი სქესი - 5%). ახალგაზრდა კაცების უფრო დიდი ნაწილისთვის (49%) ალკოჰოლი მისაღებია და ასევე მათი 16% თვლის, რომ ალკოჰოლის მიღება აუცილებელია, რათა სხვებმა მიგიღონ. იგივე მოსაზრებას იზიარებს ახალგაზრდა ქალების მხოლოდ 12%. ასაკის ზრდასთან ერთად, ალკოჰოლი მისაღებია ახალგაზრდების უფრო დიდი ნაწილისთვის. 14-18 წლის და 25-29 წლის ასაკობრივ ჯგუფებში თითქმის თანაბარია იმ ახალგაზრდების წილი, რომლებიც თვლიან, რომ ალკოჰოლი აუცილებელია რათა სხვებმა მიგიღონ (16%, 15%), მაშინ როცა 19-24 წლის ახალგაზრდების მხოლოდ 11% იზიარებს ამ მოსაზრებას. სოფლად მცხოვრებთა შორის მნიშვნელოვნად მეტია ახალგაზრდების წილი, რომლებიც აღნიშნულ მსჯელობას იზიარებენ (20%), ასევეა დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს შორის (18%). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შედარებით, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების უფრო მცირე ნაწილი მიიჩნევს ალკოჰოლს მისაღებად (59%, 26%). ასევე ალკოჰოლის მოხმარება მისაღებია მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი ახალგაზრდების უფრო დიდი ნაწილისთვის დაბალ და საშუალო სოციალურ ფენასთან შედარებით (62%, 33%, 50%). უფრო მეტ ახალგაზრდა კაცს მიაჩნია დალევა და მოწევა მოდურად, ვიდრე ქალს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეების აზრით, ალკოჰოლიც, ისევე როგორც სიგარეტი დღის წესრიგში თანატოლების მხრიდან ზეწოლის შედეგად შემოდის. მოწევისგან განსხვავებით, ალკოჰოლის დალევა განხილულია როგორც ქართული კულტურის ნაწილი, შესაბამისად ქალი და კაცი ალკოჰოლის მომხმარებლე ბის მიმართ მიმღებლობა საზოგადოებაში უფრო მაღალია, ვიდრე მწეველების მიმართ.
ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა საოცრად არაეთიკური იყო!

ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა საოცრად არაეთიკური იყო!

27 ივლისი, 2017

"საოცრად არაეთიკური იყო გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა! ორმაგად სამწუხარო ამ ყველაფერში ის არის, რომ არ გამკვირვებია!",-საია-ს ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძისა და პარლამენტის...

ახალი სტატიები