სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან, სახლის, დღემდე შემორჩენილი, მცირე ფრაგმენტის აღდგენა შეუძლებელია, ამიტომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ნანგრევები დაკონსერვდება და, მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით, იქვე აშენდება მუზეუმი. მიმდინარე სამუშაოების დასათვალიერებლად, სოფელ ბაკურციხეში იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე,  სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გალაქტიონ ბუაძე და მისი მოადგილე  დავით ტაბიძე. ბაკურციხეში ხშირად ჩადიან უცხოელი და ადგილობრივი სტუმრები და წმინდანის ცხოვრებით დაინტერესებული მკვლევარები, ამიტომ, გადაწყვეტილია მოეწყოს ერთგვარი სადისკუსიო სივრცე: შეხვედრების დარბაზი, წმინდანთან დაკავშირებული მცირე საგამოფენო  კუთხით, რისთვისაც ახალ შენობაში გათვალისწინებულია  შეხვედრების ოთახი მემორიალური საგამოფენო კუთხით.  ასევე, გათვალისწინებულია არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა და შემოღობვა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 396 693,00 ლარით დაფინანსდა და მისი დასრულება 2017 წლის მაისში იგეგმება. სამუშაოებზე  20 ადამიანია დასაქმებული.  
ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

10 აგვისტო, 2018

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ქალაქში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის, ამ დროისათვის შემოსულია...

ახალი სტატიები