დოლიძე: ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ,ნატოს სტრუქტურებში საქართველოს საკითხი დღის წესრგში იყოს

დოლიძე: ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ,ნატოს სტრუქტურებში საქართველოს საკითხი დღის წესრგში იყოს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის,  ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველო ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ ნატოს სტრუქტურებში ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე საქართველოს საკითხი იყოს დღის წესრიგში. ამის შესახებ მან პოლონეთის ქალაქ რჟეშუვში მიმდინარე ევროპა-უკარაინის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე განაცხადა. "ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ყველა საერთაშორისო ფორუმსა, თუ ტრიბუნას იმისათვის, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის კონსოლიდაცია, იმისათვის, რომ საქართველო ევროპულ, თუ ნატოს სტრუქტურებში ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე საქართველოს საკითხი იყოს დღის წესრიგში",-განაცხადა დოლიძემ. სახელმწიფო მინისტრმა განხორციელებული რეფორმების კუთხით საქართველოზე, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერ ქვეყანაზე ისაუბრა. ვიქტორ დოლიძემ, ასევე, ყურადღება გაამხვილა ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური სარგებელის შესახებ ინფორმირებულობის აუცილებლობასა და სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერების მნიშვნელობაზე. სახელმწიფო მინისტრმა სესიის დასასრულს შეკითხვებსაც უპასუხა. ევროპა-უკრაინის ფორუმი წელს მეათედ გაიმართა. ფორუმს ტრადიციულად პოლონეთმა უმასპინძლა.  
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები