სუბარი: ახალი რეფორმით, დევნილებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ, სოციალური დახმარება გაუორმაგდებათ

სუბარი: ახალი რეფორმით, დევნილებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ, სოციალური დახმარება გაუორმაგდებათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გორში დევნილთა პრობლემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. სოზარ სუბარმა  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით სამინისტროში მიმდინარე პროექტები გააცნო და  დაგეგმილი რეფორმის შესახებ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, რეფორმის მთავარი მიზანია, რომ თანხა იმ ადამიანებზე დაიხარჯოს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. სოზარ სუბარის თქმით,  სახელმწიფო  ბიუჯეტიდან  დევნილებისთვის გამოყოფილ თანხას არც ერთი თეთრი არ მოაკლდება და ის ისევ  დევნილებს მოხმარდებათ.  რეფორმის საშუალებით შესაძლებელი გახდება, რომ გაორმაგდეს სოციალური დახმარება  იმ დევნილებისთვის  ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და ამასთანავე, გაორმაგდეს მშენებლობების ტემპები.  ცვლილებები არანაირად არ ეხება დევნილის სტატუსს,  სტატუსი უნარჩუნდება ყველა დევნილს,  როგორც დაბრუნების უფლება. სოზარ სუბარმა გორში გამართულ შეხვედრაზე  „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში“  შესატანი ცვლილებების შესახებაც  ისაუბრა. მინისტრის  N320 ბრძანებაში   კრიტერიუმების ცვლილების შედეგად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი კიდევ უფრო  სამართლიანი და დევნილთა საჭიროებებზე მორგებული გახდება. შეხვედრაზე დევნილთა და განსახლების მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა და  მათი მოსაზრებები, შენიშვნები და რეკომენდაციები მოისმინა.
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები