ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში განსახლებაზე ხელშეკრულება  218 ოჯახთან გაფორმდა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში განსახლებაზე ხელშეკრულება 218 ოჯახთან გაფორმდა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში განსახლებას, საერთო ჯამში, 774 ოჯახი ექვემდებარება - აქედან 218 ოჯახთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა,-ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება. დეპარტამენტის ინფორმაციით, განსახლების პროცედურები გრძელდება. საავტომობილო გზების დეპარატამენტმა მოსახლეობის მხრიდან შემოსული ყველა განცხადება განიხილა და დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა . როგორც საავატომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, ბათუმის შემოვლითი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს, პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: ● 14 კმ-იანი 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მშენებლობა ● 19 ხიდის მშენებლობა ● 4 სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა ● 5 გვირაბის მშენებლობა
უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები