კვლევა: საქართველოში ხილი და ხორცი მხოლოდ მაღალშემოსავლიანი ოჯახებისთვისაა ხელმისაწვდომი

კვლევა: საქართველოში ხილი და ხორცი მხოლოდ მაღალშემოსავლიანი ოჯახებისთვისაა ხელმისაწვდომი

Oxfam-ის კვების ეროვნული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის ნახევარს კვების მრავალფეროვნების საშუალო დონე აქვს, ხოლო კვების დაბალი და საშუალო დონის რესპოდენტები ძირითადად ზეთით და ბოსტნეულით იკვებებიან. ხილი და ხორცი მხოლოდ გამოკითხული მაღალშემოსავლიანი ოჯახების უმრავლესობისთვისაა ხელმისაწვდომი. კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად სამ კერძს მოიხმარენ: შეწვარ კარტოფილს, ლობიოს და აჯაფსანდალს. რკინით მდიდარ საკვებს კი მოსახლეობის მხოლოდ 1/3 მოიხმარს, რომელსაც ძირითადად იღებს ცხოველური წარმოშობის პროდუქციიდან. კვლევაში აღნიშნულია, რომ რკინით მდიდარი საკვების მოხმარება განსაკუთრებით დაბალია ქალებსა და ბავშვებში და 33-34%-ს წარმოადგენს. კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ნახშირწყლოვან საკვებს მოიხმარს და ხორცეულის და თევზეულის ნაკლებობას განიცდის, რომელიც ცილები, რკინით და A ვიტანიმითაა მდიდარი. გამოკითხული ოჯახების 58% აცხადებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში განიცადეს რომელიმე ჯგუფის სურსათის ნაკლებობა. კვლევის მიხედვით, საკმაოდ ხშირია ხორცის დეფიციტი. მარტოხელა პენსიონერების ოჯახებში რკინით მდიდარი პროდუქტების მოხმარება საკმაოდ დაბალია და ის 24%-ს შეადგენს. ცნობისათვის, კვლევის საველე სამუშაოები განახორციელა ACT ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა. რაოდენობივი კვლევის ფარგლებში, 1000 ინდივიდუალური ინტერვიუ ჩატარდა საქართველოში მაცხოვრებელ ოჯახებთან. რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა საქართველოს მოსახლეობის საკვებზე ხელმისავწდომობის, დივერსიფიკაციის, კანსაღი კვებისა და ჰიგიენის საკითხები. კვლევის საველე სამუშაოები 2015 წელს განხორციელდა.
ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა საოცრად არაეთიკური იყო!

ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა საოცრად არაეთიკური იყო!

27 ივლისი, 2017

"საოცრად არაეთიკური იყო გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა! ორმაგად სამწუხარო ამ ყველაფერში ის არის, რომ არ გამკვირვებია!",-საია-ს ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძისა და პარლამენტის...

ახალი სტატიები