Oxfam: საქართველოში 10-17 წლის ბავშვების ნახევარი ვიტამინებით და ცილებით მდიდარ საკვებს მოკლებულია

Oxfam: საქართველოში 10-17 წლის ბავშვების ნახევარი ვიტამინებით და ცილებით მდიდარ საკვებს მოკლებულია

საქართველოში 10-17 წლის ასაკის ბავშვების დაახლოებით ნახევარი მოკლებულია ვიტამინებით და ცილებით მდიდარ საკვებს, რაც მისი ორგანიზამისთვისაა აუცილებელი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობისთვის. ამის შესახებ Oxfam-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული. კვლევაში ასევე მითითებულია, რომ ეს ქმნის ცილოვანი დეფიციტით გამოწვეული მდგომარეობის განვითარების რისკს. კვლევაში აღნიშნულია, რომ გამოკითხული ბავშვების ნაკლები პროცენტული ოდენობა იღებს ხორცს, ფრინველის ხორცს, თევზს, ზღვის პროდუქტებს და პარკოსენებს. ბავშვები ჭამენ ნაკლებ ბოსტნეულს, ზეთს და ცხიმებს, რძეს და რძის პროდუქტებს ვიდრე სრულწლოვნები. 10-17 წლის ბავშვებში უფრო მაღალია ხილის მოხმარება ვიდრე სრულწლოვნებში. გამოკითხული ბავშვების უმეტესობა აცხადებს, რომ თითქმის ყოველ დღე იღებენ პურს, ყოველი მესამე ბავშვი 2-3-ჯერ კვირაში ჭამს ცომეულს, როგორიცაა ხაჭაპური, ლობიანი და პიცა. გამოკითხული ბავშვების თითქმის ნახევარი საკმაოდ იშვიათად ჭამს ცომეულს. გამოკითხული ბავშვების უმეტესობა აცხადებს, რომ კვირაში რამდენჯერმე ჭამს ტკბილეულს და მიირთმევს გაზიან სასმელებს. ბავშვების 41% აცხადებს, რომ სვამს ერთ-ორ ჭიქა წყალს დღეში, ხოლო ყოველი მეოთხე ამბობს, რომ სამ-ოთხ ჭიქას სვამს დღეში.
ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა საოცრად არაეთიკური იყო!

ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა საოცრად არაეთიკური იყო!

27 ივლისი, 2017

"საოცრად არაეთიკური იყო გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა! ორმაგად სამწუხარო ამ ყველაფერში ის არის, რომ არ გამკვირვებია!",-საია-ს ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძისა და პარლამენტის...

ახალი სტატიები