ნიკო ფიროსმანაშვილის

ნიკო ფიროსმანაშვილის "თამარ მეფესა" და "შოთა რუსთაველს" რესტავრაცია ჩაუტარდა

ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატებს რესტავრაცია ჩაუტარდა,-ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იუწყება. სამინისტროში განმარტავენ, რომ   „ფიროსმანის აღდგენის“  მასშტაბური პროექტი მათი მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და თიბისი ბანკის დაფინანსებით განხორციელდა. რესტავრაცია,  ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციაში დაცულ ორი ნამუშევარს - „თამარ მეფესა“ და „შოთა რუსთაველს“ ჩაუტარდა. სამინისტროში განმარტავენ, რომ სურათებს რესტავრაციას შ. ამირანაშვილის  სახელობის  ხელოვნების  მუზეუმის სარესტავრაციო  სახელოსნოს სპეციალისტები - ნანა მანაგაძე და  ეველინა კარსელი უტარებდნენ.   რესტავრაციის პროცესი სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მოქმედი საბჭოს ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდა. აღდგენილი ნამუშევრების გამოფენა მირზაანის კოლექციაში დაცულ  ფიროსმანის სხვა ნამუშევრებთან ერთად, 2 თებერვალს, 18:30 საათზე,  თიბისი გალერეაში გაიმართება. კულტურის სამინისტროც ცნობით, გამოფენა, რომელიც  3 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება, საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. სკოლის მოსწავლეებისათვის მოეწყობა საგანმანათლებლო ტურები, რომელთა მიზანია ფიროსმანის შემოქმედების უფრო ახლოს გაცნობა. მუზეუმის გიდი მოსწავლეებს მოუყვება ისტორიებს ფიროსმანის შესახებ, ასევე დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს ანიმაცია ფიროსმანის შესახებ, რომელიც თიბისი ბანკის ინიციატივითა და დაფინანსებით შეიქმნა. თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის პორტრეტები ფიროსმანის მიერ 1913-1914 წლებშია შესრულებული. მირზაანის კოლექციაში ეს ნამუშევრები 1989 წელს მოხვდა. მანამდე ისინი ცნობილი ფილოლოგის იოსებ მეგრელიძისა და თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძის კერძო კოლექციაში, შემდეგ კი ხალხთა მეგობრობის მუზეუმში ინახებოდა. ამ უკანასკნელმა მოგვიანებით ფიროსმანის „თამარი“ და „რუსთაველი“ საჩუქრად მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის  სახელმწიფო მუზეუმს გადასცა. ამ დროისათვის ნამუშევრებზე უკვე ჩატარებული იყო რესტავრაცია, თუმცა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო, ნამუშევრები დაზიანებული იყო.    
უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები