პენიტენციურ სისტემაში ფსიქიატიული ექთნებისთვის სასწავლო პროგრამა მუშავდება

პენიტენციურ სისტემაში ფსიქიატიული ექთნებისთვის სასწავლო პროგრამა მუშავდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” ფარგლებში, საქართველოში პირველად, ფსიქიატიული ექთნებისთვის სასწავლო პროგრამა მუშავდება, რომლითაც პენიტენციური სისტემის ექთნები გადამზადდებიან.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, გადამზადების პროგრამის პირველადი ვერსია, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჯგუფმა შეიმუშავა, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სფეროს ექსპერტებმა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს ექთანთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, ასევე, მიწვეულმა პრაქტიკოსმა ექიმებმა და ექთნებმა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ კურსის საშუალებით ექთნები ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების გარშემო მიიღებენ შესაბამის ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომელიც მათ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების მართვასა და მოვლაში დაეხმარებათ. პროგრამის დასრულების შემდეგ კი, ექთნების გარკვეული ჯგუფი შეირჩევა, რომლებიც ტრენერთა ტრენინგს გაივლიან.

პროგრამის განხილვასთან დაკავშირებული შეხვედრა პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” - ფარგლებში გაიმართა, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის ნაწილია.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები