ამბროლაურში შველზე ნადირობის მორიგი ფაქტი გამოავლინეს

ამბროლაურში შველზე ნადირობის მორიგი ფაქტი გამოავლინეს
13 / 02 / 2017 11:08

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შველზე ნადირობის მორიგი ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ლიხეთში, მოქალაქემ დაურეგისტრირებელი სანადირო თოფით მოკლა შველი. მის გარდა შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ სამი მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭის თანამშრომელი გიორგი ტოროშელიძეა.

როგორც სამინისტროდან იუწყებიან, ბრაკონიერი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, თუმცა უარყოფს, რომ ხსენებული სამი მოქალაქე მასთან ერთად ნადირობდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს სამი არარეგისტრირებული და ერთი სხვის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი.

გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 5000 ლარი შეადგინა. ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება