"აიპრესის" რედაქციის განცხადება ნატა ფერაძის მიერ ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტებზე (აუდიო)

"აიპრესის" რედაქციის განცხადება ნატა ფერაძის მიერ ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტებზე (აუდიო)
14 / 02 / 2017 10:21

საინფორმაციო სააგენტო "აიპრესის" რედაქციის, ადმინისტრაციისა და ჟურნალისტების სახელით, გვსურს განვაცხადოთ, რომ "პარტიზანი მებაღეების" წევრი, ნატა ფერაძე, რომელსაც სზოგადოება გარემოსდამცველის სახელით იცნობს, ცივილური ქცევის ყველანაირ ნორმას უხეშად არღვევს სამოქალაქო აქტივიზმის სახელით.

ჩვენი აზრით, მსგავსი ქცევა და დამოკიდებულება არის:

1. აბსოლუტური უპატივცემულობა ჟურნალისტების მიმართ;

2. აგდებული დამოკიდებულების გამოხატულება საინფორმაციო საშუალებების, მისი წარმომადგენლების საქმიანობის მიმართ;

 

3.  უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იმ ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხისადმი, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება.

ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს, სოციალურ მედიაში აქტიურ მოქალაქეებს, რომ ყურადღებით და სიფრთხილით მოეკიდონ ნატა ფერაძესთან პროფესიულ ურთიერთობას, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მისი აქციების შესახებ მედიამასალების მომზადებას და მისთვის კითხვების დასმას. ჩვენ, ჩვენის მხრივ, უარს ვამბობთ ნატა ფერაძის, როგორც რესპოდენტის ჩაწერაზე გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით და მკაცრი სარედაქციო ფილტრის ქვეშ გავატარებთ "პარტიზანი მებაღეების" ნებისმიერი აქტივობის გაშუქებას, რათა არ მივცეთ მათ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საშუალება.

საქმის გარემოება მდგომარეობს შემდეგში: 2017 წლის 10 თებერვალს "აიპრესის" ჟურნალისტმა მარიამ ვაჩნაძემ მოამზადა მასალა მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის შესახებ, რომელსაც ნატა ფერაძე აპროტესტებდა. ჩაწერა ინტერვიუ მასთან, რომელიც საიტზე გამოქვეყნდა სტანდარტების სრული დაცვით, უცვლელად. 

გთავაზობთ სტატიის ამ ბმულს, რომელიც შეგიძლიათ შეადაროთ  ნატა ფერაძის იმ აუდიოჩანაწერს, რომელსაც აქვე წარმოგიდგენთ: 

ფერაძე: ინვესტორი ვაკეში 20 სართულიან კორპუსებს აშენებს, რომელიც პირდაპირ მზიურში იჭრება

ამის შემდეგ, მეორე დღეს ამავე ჟურნალისტმა ჩაწერა მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა და ინვესტორი და სტატიაში კიდევ ერთხელ მიუთითა ნატა ფერაძის ინტერვიუს ბმული, რათა მკითხველს თავიდან ბოლომდე ჰქონოდა წარმოდგენა მის პოზიციაზე..წარმოგიდგენთ ამ სტატიის ბმულსაც:

ჩვენზე მაგარი დამცველი მზიურს არ ჰყავს! - მოსახლეობა "პარტიზანი მებაღეების" წინააღმდეგ (ვიდეო)

ამის შემდეგ, ნატა ფერაძემ თავისი სოციალური ქსელი, Facebook" -ის კედელზე გააზიარა ჩვენი მეორე სტატიის ბმული და ჟურნალისტი უხამსი სიტყვებით მოიხსენია. გარდა ამისა, მან მოატყუა საზოგადოება, თითქოს ჟურნალისტმა არასრულად და ინტერპრეტირებულად  გამოაქვეყნა მისი ინტერვიუ.

სანამ ამის დამადასტურებელ აუდიო ჩანაწერებს გამოვაქვეყნებდით, გადავწყვიტეთ, ნატა ფერაძესთან გადაგვემოწმებინა თუ ვის გულისხმობდა იგი საკუთარ პოსტში"Facebook" -ის გვერდზე. მან ჟურნალისტ ირმა მესხიასთან არა თუ დაადასტურა ის, რომ თავის კომენტარებში  "აიპრესის" ჟურნალისტს გულისხმობდა, კიდევ ერთხელ მოიხსენია უხამსი სიტყვებით ჟურნალისტი, რომელმაც მასალა მოამზადა და ჟურნალისტს, რომელმაც დაურეკა ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

(შეგიძლიათ მოისმინოთ აუდიოჩანაწერში 06:20 წუთიდან)

https://www.youtube.com/watch?v=IqUuQIZByN0 

ნატა ფერაძის აღშფოთება, ჩვენი ვარაუდით, გამოიწვია მეორე სტატიის მისთვის არასასურველმა შინაარსმა. რაც არანაირად არ ამართლებს, პირიქით ამძიმებს მის საქციელს.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ  ჩვენს კოლეგებს, ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს, სოციალურ მედიაში აქტიურ მოქალაქეებს, რომ ყურადღებით და სიფრთხილით მოეკიდონ ნატა ფერაძესთან პროფესიულ ურთიერთობას.

https://www.youtube.com/watch?v=IqUuQIZByN0

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება