დაბალი რისკის მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებში უმაღლეს განათლებას მიიღებენ

დაბალი რისკის მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებში უმაღლეს განათლებას მიიღებენ
16 / 02 / 2017 13:32

საქართველოში პირველად, სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ამას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა დღეს საპარლამენტო კომიტეტზე წარადგინა.

მისი თქმით, პენიტენციურ სისტემაში არიან მსჯავრდებულები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, ჩაირიცხნენ უნივერსიტეტებში, თუმცა ისინი ვერ იღებენ უმაღლესი განათლებას.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა საშუალება, რომ ისინი ყოველდღიურად გაგვეყვანა ლექციებზე, სემინარებზე, გამოცდებზე. საჭირო იყო ამ კუთხით საკანონმდებლო ნოვაციები. ამიტომ ჩვენ, საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო რეგულაცია შევთავაზეთ საზოგადოებას - მსჯავრდებულებს, რომლებსაც დაბალი რისკი დაუდგინდებათ, მიეცეთ საშუალება ელექტრონულად (დისტანციურად) მიიღონ უმაღლესი განათლება. ამ უფლების რეალიზებას პენიტენციურ დაწესებულებებში სამინისტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა მინისტრმა და განმარტა, რომ აღნიშნული სერვისით დაბალი რისკის მსჯავრდებულები ისარგებლებენ.

სასჯელაღსრულების სამინისტროში განმარტავენ, რომ საშიშროების მომეტებული ან მაღალი რისკის მსჯავრდებულს ეს ნოვაცია უჩენს მოტივაციას, თუ სურს უმაღლესი განათლების მიღება, რისკი შეიმციროს.

ამ ეტაპზე, პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგადი და პროფესიული განათლება. საკანონმდელო ცვლილების დამტკიცების შემდეგ, მათ საშუალება ექნებათ უმაღლესი განათლება ელექტრონული ფორმით მიიღონ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით მუშაობს.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება