რატიანი: მოვითხოვთ ყველა სერთიფიცირებული პედაგოგის დანამატი თანაბარი ოდენობის იყოს

რატიანი: მოვითხოვთ ყველა სერთიფიცირებული პედაგოგის დანამატი თანაბარი ოდენობის იყოს
17 / 02 / 2017 12:31

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წარმომადგენელი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ორი კვირის წინ განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ მოეწვია განათლების მინისტი კომიტეტის სხდომაზე. რატიანის თქმით კომიტეტზე განსახილველი თემებს შორის ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო სერთიფიცირებული მასწავლებლების შრომის ანაზღაურება. მისი თქმით, მათ პარტია ითხოვს შევიდეს ცვლილება მოქმედ რეგულაციებში და ყველა სერტიფიცირებული პედაგოგის დანამატი, მიუხედავად მათი სამუშაო დატვირთვისა, გახდეს თანაბარი ოდენობის. 

განხილვის თემა უნდა ყოფილიყო: 1.სერთიფიცირებული მასწავლებლების ხელფასები. ჩვენ გვყავს დაახლოებით 15000 სერტიფიცირებული მასწავლებლი და აქედან, გარკვეული მიზეზის გამო, 8000 მასწავლებელი ვერ იღებს მის კუთვნილ ხელფასს.

2. ბიულეტენზე გასულ მასწავლებელთა ანაზღაურება.

3. მაღალმთიანი რეგიონების მასწავლებელთა დანამატი.

დღეს კომიტეტზე მოდის განათლების მინისტრი და კომიტეტის წინაშე აკეთებს განათლების სტრატეგიის პრეზენტაციას. მან წინასწარ უნდა იცოდეს, რომ მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა. მათ შორის, სტუდენტების დაფინანსების წესზე.

ჩვენ გვყავს დაახლოებით 38 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტი, ხოლო ქართული ოცნების მიერ შემოღებული სისტება სრულიად არარაციონალურია. მასწავლებელთა ხელფასის მატებასთან დაკავშირებით, როგორც დადასტურდა, იზრდება არა ხელფასი, არამედ სტატუსთან მიბმული დანამატი. თუმცა, რადგან ეს დანამატიც მოქმედი კანონმდებლობით მიბმულია საათობრივ დატვირთვასთან, ის სრულად არ შეეხება არც იმ პედაგოგებს, რომლებიც დღევანდელი მდგომარეობით უფროსისა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსს ფლობენ.

ხელფასის გამოთვლის ბრძანების მოქმედი ვერსიით, სერტიფიცირებული და არასერტიფიცირებული პედაგოგები თანაბარ პოზიციაში იმყოფებიან, რამაც გამოიწვია, რომ სრული დატვირთვა მხოლოდ სერტიფიცირებული პედაგოგების 50% -ს აქვს.

მოვითხოვთ შევიდეს ცვლილება მოქმედ რეგულაციებში და ყველა სერტიფიცირებული პედაგოგის დანამატი, მიუხედავად მათი სამუშაო დატვირთვისა, გახდეს თანაბარი ოდენობის.

გასათვალისწინებელია, რომ დანამატი მათ ეძლევათ არა შესრულებული სამუშაოს გამო, არამედ სწორედ იმიტომ, რომ წარმატებით შეძლეს დაედასტურებინათ მათი მაღალი კვალიფიკაცია სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის მიხედვით. აქვე, აღნიშნული ცვლილებით, ხელფასის მატება შეეხება არა პედაგოგთა კორპუსის 14, არამედ 30%-ს და, ამავდროულად, ასეთი დამოკიდებულება იქნება საუკეთესო ინსტრუმენტი პროფესიული განვითარების მოტივაციის გასაზრდელად.

ასეთივე პრობლემის წინ დგას მაღალმთიანი რეგიონების პედაგოგებიც. კერძოდ, დანამატის სრულ დატვირთვაზე მიბმამ გამოიწვია, რომ მაღალმთიანი რეგიონების პედაგოგების მხოლოდ 40% -ს შეეხო დაანონსებული სახელფასო მატება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემა ითვალისწინებს მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობრივი დანამატების გაანგარიშებას. ამავე ბრძანებით თანამდებობრივ დანამატებს მიეკუთვნება: სერტიფიცირების თანხა; დამრიგებლობა; მაღალმთიანის სტატუსი… დასაანგარიშებელი თანხის გამოთვლას არეგულირებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №87/ნ ბრძანება.

გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება დანამატები, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, რომელშიც შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის სამხედრო ან/და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე პირები. შესაბამისად, პედაგოგებისთვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაანგარიშებისა და გაცემის დროს მათი თანხა დაანგარიშდება საბაზო თანამდებობრივი განაკვეთიდან, რაც ნიშნავს, რომ ავადმყოფობის დროს პედაგოგები იღებენ ხელფასის 50%.-ს.

გამომდინარე იქიდან, რომ მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება ისედაც მწირია და სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე მართლაც გამოუვალი აუცილებლობის დროს მიმართავენ ისინი საავადმყოფო ფურცლით მომსახურებას, ამასთან, აღნიშნული თანხები ისედაც ნაანგარიშებია ბიუჯეტში და არ მოითხოვს ახალ ფინანსურ გაანგარიშებას, მოვითხოვთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან: საჯარო სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე 126/ნ ბრძანებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ, მოეხსნას თანამდებობრივ დანამატებს დანამატის სტატუსი და გაერთიანდეს თანამდებობრივი სარგოს კრიტერიუმში, ან შევიდეს ცვლილება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №87/ნ ბრძანებაში და აღნიშნულ გამონაკლისებს დაემატოს პედაგოგთა სტატუსიც",-განაცხადა სერგო რატიამა. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება