პრემიერი: არ არის გამორიცხული საქართველოში freestyle და snowboard მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდეს

პრემიერი: არ არის გამორიცხული საქართველოში freestyle და snowboard მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდეს

 

5 წლიან პესპექტივაში საქართველოში შესაძლოა, ზამთრის სპორტის რომელიმე სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდეს. საუბარია მაგალითად  freestyle, snowboard-ზე. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შვეიცარიაში მისი ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

"უმნშვნელოვანესი შეხვედრები გვქონდა ზამთრის სპორტის სახეობების ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, ასევე შვეიცარიის სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტთან.

სუბარი გვქონდა საქართველოში, ზამთრის რომელიმე სახეობაში მსხვილი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე. 

მოგეხსნებათ ამას სჭირდება მომზადება. დაახლოებით 5 წლიან პერსპექტივაში ჩვენ არ არის გამორიცხული, რომ შევიტანოთ განაცხადი და წარმატებით მივიღოთ უფლება, რომელიმე სახოებაში, შეიძლება ეს იყოს  freestyle და snowboard მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ბიძგი საქართველოში ამ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებისთვის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

16 ივლისი, 2018

ამის შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ავრცელებს. "მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. სახელმწიფო ვერ...

ახალი სტატიები