ბავშვს, რომელიც ოჯახში ძალადობის შემსწრეა, შესაძლოა მხვერპლის სტატუსი მიენიჭოს

ბავშვს, რომელიც ოჯახში ძალადობის შემსწრეა, შესაძლოა მხვერპლის სტატუსი მიენიჭოს
22 / 02 / 2017 19:06

ბავშვს,რომელიც ოჯახში ძალადობის შემსწრეა, შესაძლოა მხვერპლის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი ინიციატივა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისთვის საჭირო კონპროექტის განხილვისას არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ დააყენა, რომელზეც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო დაფიქრდება. მისი კიდევ ერთი ინიციატივა კი იყო ის, რომ ბავშვს მიენიჭოს უფლება იყოს მოსარჩელე.  

"პირველი რასაც მე ყოველთვის ვაპროტესტებ და მხვდებახოლმე თვალშიც და გულშიც, ეს არის ის, რომ ბავშვს არასდროს არ უტოვებენ უფლებას თავად იყოს მოსარჩელე, ეს მესმის ზოგადად ჩვენი სამარლის სისტემის ზოგადი გამოწვევა, მაგრამ მინიმუმ იმ ნაწილში მაინც, რომ თუ ბავშვი გახდა ძალადობის მსხვერპლი მისი უფლება მიმართოს სასამართლოს, გარანტირებულად შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ, დღევანელი კანონროექტში და მიმდიანრე კანონებშიც წერია, რომ მეორვეობაზე მზრუნევლობის ორგანო არის ის ორგანო, რომლის გავლითაც უნდა მოხვდეს ბავშვის საქმე სასამართლოში. ეს ერთი. 

მეორე, ბავშვი როგორც ძალადობის მოწმე, არა პირდაპირი ობიექტი ძალადობის, არამედ როგორც შემსწრე, მოწმე, ეს აღიარებულია უკვე დიდი ხანია და აღარ კამათობენ, რომ ამ შემთხვევაში ბავშვი არის მსხვერპლი, თუმცა ამის რეგულაცია ჩვენ არ გვაქვს დღემდე და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ პირდაპირ ჩავწერთ, რომ თუ ბავშვი არის ძალადობის შემსწრე, მოწმე, ის განიხილება როგორც მსხვერპლი და მთელი რიგი დაცვის თუ დახმარების ბენეფიტების ნაწილი უნდა მიემართებოდეს ბავშვებს ამ შემთხვევაშიც",-განაცხადა ანა აბაშიძემ. 

ანა აბაშიძის წინადადებები ასევე მოიცავდა ისეთ ინიციატივებს, როგორიცაა დამცავი და შემაკავებელი ორდერების უმცირესობათა ენაზეც გამოცემა და საჭიროებისამებრ ბრაილის შრიფტითაც, რასაც იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე გაითვალისწინებენ. ანა აბაშიძემ კომიტეტის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით უნდა გაიზარდოს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ხანგრძლივობაც, რადგან ის ამ დროისთვის ერთი თვით განისაზღვრება და ხშირია შემთხვევები როცა პრობლემა მისი ვადის დამთავრებისთანავე იქმნება. აღნიშნული ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს წარმოამდგენელმა არ გაიზიარა. 

"რაც შეეხება წინადადებს ბავშვთან დაკავშირებით, ბავშვი მოწმე, შემსწრე, მსხევრპლი, ეს ისეთი საკითხია, რაზეც ნამდვილად ღირს დაფიქრება და მე თქვენ გპირდებით, რომ მე ამაზე დავფიქრდები და იუსტიციის სამინისტრო ამაზე დაფიქრდება, იმიტომ რომ ეს სერიოზული თემაა ნამდვილად.

რაც შეეხება ბავშვი როგორც მოსარჩელე, აქ უფრო მეტსაც გეტყვით, გარდა იმისა რომ დავფიქრდებით, ჩვენ იუნისეფთან გვაქვს შეთანხმება, იუსტიციის სამინისტრო სათავეში უდგას კერძო სამართლის საბჭოს, მივიღეთ იმაში მონაწილეობა, იუნსეფთან ერთად გვაქვს ვალდებულება, რომ ვიმუშაოთ ძალიან დიდი პროექტზე, სათაურით Just it fot children, რაც გულისხმობს ბავშვის მონაწილეობას, არა მხოლოდ სისხლის პროცესში, არამედ ნებისმიერ, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სხვა პროცესებში, ბუნებრივია, ეს ეხება ბავშვს როგორც მომჩივანს თუ მოსარჩელეს და იმ კონტექსტში ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ პრობლემების იდენტიფიცირებას განვახორციელებთ და იმის მერე პასუხი საჭიროებებზე იქნება შესაბამისად. მიიღეთ მონაწილეობა და მოდი ამაზე ვილაპარაკოთ იმ კონტექსტში.

ასევე ძალიან საინტერესო შენიშვნა არის ორდერის გაცემა უმცირესობათა ენებზე, მინიმუმ იმ ადგილებში სადაც კომპაქტური დასახლებებია ჩვენი უმცირესობების, ბუნებრივია ამაზე ღირს დაფიქრება.

რაც შეეხება იმას, რომ რატომ არის დამცავი ორდერი 6თვემდე და შემაკავებელი ორდერი ერთი თვე, ამის გასამართლებლად მე ერთი ლეგიტიმური პასუხი რაც მახსენდება ის არის, რომ დამცავი ორდერი გაცემულია სასამართლოს მიერ, მაშინ როცა შემაკავებელი ორდერი გაცემულია პოლიციის მიერ, პოლიცია და სასამართლო ერთი და იგივე არ არის. მათ შორის საკითხის, ფაქტების გამოკვლევის და სხვადასხვა შესაძლებლობებიდან გამომდინარე და სტატუსიდან გამომდიანრე. ბოლოს და ბოლოს იმ ერთი თვის განმავლობაში როცა შენ კანონმა დაგიცვა უკვე ამ ფორმით, მიმართე უკვე იმას, რომ დამცავმა ორდერმაც დაგიცვას. აქედან გამომდიანრე არ მგონია რომ შემაკავებელი ორდერის ხანგრძლივობის გაზრდა არის საჭირო, ან აუცილებელი ან თუნდაც ლეგიტიმური.

ამაშიც გეთანხმებით,რომ თუ უსინათლოა.. ყველა პირისთვის ადეკვატური ფორმით უნდა იყოს შეტყობინებები, ამაზე რა შემიძლია მქონდეს საწინააღმდეგო",-განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება