"ნაცმოძრაობა":სტუდენტების სოციალური გრანტებით დაფინანსების ახალი მოდელი უნდა შემუშავდეს

"ნაცმოძრაობა":სტუდენტების სოციალური გრანტებით დაფინანსების ახალი მოდელი უნდა შემუშავდეს
28 / 02 / 2017 12:46

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას მოუწოდებს სტუდენტების სოციალური გრანტებით დაფინანსების ახალი მოდელი შემუშავდეს, ასევე, დაინერგოს დისტანციური სწავლება შეღავათიან ფასად, რათა ქვეყანას სოციალური პრობლემების გამო სტატუს შეჩერებული სტუდენტები არ ჰყავდეს. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მარიამ გერსამიამ ისაუბრა. 

„საქართველოში ყოველწლიურად იზრდება იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც თანხის უქონლობის გამო ვეღარ აგრძელებენ განათლების მიღებას. დღეის მონაცემებით მათი რაოდენობა 35 ათასს აჭარბებს. დროა დავიწყოთ პროცესი და ისეთი პირობები შევქმნათ, სადაც განათლება პრიორიტეტული იქნება და სწავლისთვის მოტივირებული სტუდენტისთვის ფინანსები დაბრკოლება აღარ იქნება.

ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას: შემუშავდეს სტუდენტების სოციალური გრანტებით დაფინანსების ახალი მოდელი. საჭიროა მეტი დაფინანსებული სტუდენტი სოციალური საგრანტო პროგრამის ფარგლებში. უნდა წავახალისოთ თავად უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის შესაბამისი სერვისების განვითარება. მათ შორის, დისტანციური სწავლება შეღავათიან ფასად, თანხის გადახდა სასწავლო კრედიტების და არა სემესტრების მიხედვით, საქველმოქმედო მიზნობრივი ფონდების შექმნა უნივერსიტეტებში, კამპუსების პროგრამა, სამუშაო ადგილების შეთავაზება თავად კამპუსებში, სტუდენტებისთვის მოქნილი გრაფიკი უნდა წავახალისოთ უმაღლესი სასწავლებლების და დამსაქმებლების თანამშრომლობა. ხელშეწყობა ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის, სტაჟირებაში სასწავლო კრედიტის მიღებისთვის და დასაქმების პერსპექტივისთვის.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით მიმდინარეობს ღია შეხვედრები, დისკუსიები განათლების და მეცნიერების მიმართულებით, რომლის მიზანია სისტემაში არსებული აქტუალური საკითხების შესახებ ღია დისკუსიის წარმართვა და კონკრეტული ინიციატივების დამუშავება. შეხვედრები ღიაა ფართო საზოგადოებისთვის, ექსპერტებისთვის და სწორედ პროფესიონალებთან, ხალხთან კონსულტაციების შედეგად მუშავდება იდეები და ინიციატივები, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით აუცილებლად განვახორციელებთ",-განაცხადა მარიამ გერსამიამ. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება