სუბარი დევნილთა დახმარების რეფორმაზე: ოპონენტებს შევახსენებ, ეს პროექტი მათაც ჰქონდათ გეგმაში

სუბარი დევნილთა დახმარების რეფორმაზე: ოპონენტებს შევახსენებ, ეს პროექტი მათაც ჰქონდათ გეგმაში

დევნილთა და განსახლების მინისტრის,  სოზარ სუბარის განცხადებით, დიდი ხანია, დევნილთა დახმარების რეფორმა დღის წესრიგში დგას . მისივე თქმით, ამ რეფორმას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ დევნილთა დახმარებები იყოს უფრო მიზანმიმართული და ორიენტირებული იმ ადამიანებზე, ვისაც რეალურად უჭირთ და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება და ამას არანაირი კავშირი არ აქვს დევნილის სტატუსთან.

„ჩვენს ოპონენტებს მინდა შევახსენო, რომ ეს პროექტი მათაც ქონდათ გეგმაში 2008 წელს და 2016 წლის საარჩევნო პროგრამაში. რეფორმაზე ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დიდი ხანია ვმუშაობთ. ამ ეტაპზე, მიგვაჩნია, რომ საბოლოო ფორმაზე ჩამოვყალიბდით, თუმცა ეს არის ჩვენი ხედვა და ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ რეფორმა ასეთი ფორმით იქნება მიღებული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამ ეტაპზე რეფორმის მოდელი დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის აპარატსა და აფხაზეთის მთავრობას გადაეცათ. მას შემდეგ, რაც მხარეები საბოლოო მოდელზე შეთანხმდებიან, პროექტი მთავრობასა და პარლამენტში გაიგზავნება.

„დღეს, დევნილებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 250 მილიონი ლარი იხარჯება. ჩვენ გვინდა, რომ ეს თანხა უფრო მეტად იყოს ორიენტირებული დევნილთა საჭიროებებზე. ყველა ის დევნილი, რომელსაც მიღებული არ აქვს ბინა და აქვს 100 000 ქულაზე ნაკლები სოციალურ დახმარებასთან ერთად 45 ლარს მიიღებს, როგორც უბინაობის დახმარებას და არა როგორც სტატუსთან დაკავშირებულ დახმარებას. დევნილის სტატუსთან სოციალურ დახმარებას არ აქვს კავშირი, სტატუსი უნარჩუნდება ყველას. ხოლო, ყველა ის დევნილი, რომელმაც ბინა მიიღო, სოციალური დახმარების პაკეტით ისარგებლებს. სამაგიეროდ, ეს მოგვცემს შანსს, რომ დახმარება გაეზარდოთ სოციალურად დაუცველ დევნილებს და მინიმუმ გაორმაგდეს დევნილების ბინებით უზრუნველყოფის საკითხი. ეს არის 4 წლის განმავლობაში, მინიმუმ, დამატებით 10 000 საცხოვრებელი ბინა“, - განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა.

სოზარ სუბარის თქმით, მსოფლიო ბანკმა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოკითხული დევნილების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ამ რეფორმას მხარი დაუჭირა.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები