სოზარ სუბარი ერევანში აფხაზეთი დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება

სოზარ სუბარი ერევანში აფხაზეთი დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გასამართად ერევანში გაემგზავრებიან. 

როგორც სამინისტროდან იუწყებიან,  ვიზიტის მიზანია, აფხაზეთის ომის დროს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხების განხილვა. 

„ორივე მხარეს აბსოლუტურად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკა მაქსიმალურად განზე უნდა გავწიოთ და ყურადღება მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ასპექტს მივაქციოთ. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო წითელ ჯვარს, რომლის შუამდგომლობითაც პროცესი ასეთი წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

მხარეებს შორის, მოლაპარაკების შედეგად, ამ დროისთვის, 63 მეომრის ნეშტია იდენტიფიცირებული და ეს პროცესი გრძელდება.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები