ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში სამოქალაქო სექტორი ჩაერთვება

ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში სამოქალაქო სექტორი ჩაერთვება

საქართველოს მთავრობასა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამოქალაქო ფორუმის ეროვნულ პლატფორმას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით დავით ბაქრაძემ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მხარიდან კი ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლაშა ტუღუშმა მოაწერეს ხელი.

„ამ მემორანდუმის ხელმოწერით, ჩვენს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ურყევ ნებას, უზრუნველვყოთ და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ სამოქალაქო საზოგადოების ეფექტურ ჩართულობას.“ -განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მოწვეულ სტუმრებს სახელმწიფო მინისტრთან ერთად სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა და ლაშა ტუღუშმა.

როგორც ევროინტეგრაციის სამინისტროდან იუწყებიან, საერთო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებიდან გამომდინარე, მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას.

დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია.

„ვამაყობ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც აქტიურად ჩართო სამოქალაქო საზოგადოება საქართველო- ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და მონიტორინგის პროცესში. მადლობას გიხდით ამ ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.“- განაცხადა მემორანდუმის ხელმოწერაზე სახელმწიფო მინისტრმა.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები